Main menu:
ვიდეოსაოპერატორო-სამონტაჟო კურსი სტუდია აცხადებს მსმენელთა მიღებას ვიდეოსაოპერატორო-სამონტაჟო 6-თვიან კურსზე თბილისში. მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ პავილიონში. მასტერკლასის პირველი ნაწილი ეთმობა თეორულ ლექციას, მეორე ნაწილში კი ხორციელდება თემატური პრაქტიკული გადაღებები. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით. მასტერკლასებს გაუძღვება კახა ფხაკაძე. კურსის დასრულების შემდეგ, საკურსო ნაშრომის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com . განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 1500 ლარი. სტუდიის მისამართია: საქართველო, თბილისი, ჩიქოვანის 9/11 (ხილიანი). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონზე: 2183166, 591 143185 ამჟამად მიღება არ არის გამოცხადებული. | ||
საკონტაქტო ფორმა იხილეთ ბმულზე სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე | შეძენა უპროცენტო განვადებით | ![]() |