programpscourse - Photolife Studio

Go to content

Main menu:

programcourses
სასწავლო პროგრამა

3-თვიანი კურსი ფოტოშოპი ფოტოგრაფებისთვის

I თვე
-----------------------

პირველი სესია - Adobe Photosop, Camera RAW
გადაღებულ ფოტომასალასთან მუშაობის ორგანიზაცია, RAW ფორმატის რაობა, Camera RAW-ში ფოტოს სწრაფი დამუშავება, ავტომატური და ხელის კორექცია, ექსპოზიციისა და თეთრის ბალანსის გასწორება, გაჯერებულობისა და სიმკვეთრის რეგულირება. ხარისხიანი შავ-თეთრი ფოტოების მიღების ხერხები, ტონირება. სერიის სხვა ფოტოებზე ერთნაირი დამუშავების პარამეტრების გამოყენება, ლოკალური კორექცია. ფოტოს საბეჭდი ფორმატის მომზადება.

მეორე სესია - Adobe Photoshop CS4, შესავალი
პროგრამის დანიშნულება და ძირითადი ელემენტები, ძირითადი ცნებები: რასტრული გამოსახულება, სამუშაო სივრცე, ფერთა მოდელები. ფერის თეორია, ფერის მართავა. სამუშაო სივრცის არჩევა. ფერის პროფილები.
ახალი ფაილის შექმნა, ინსტრუმენტების მოწესრიგება, შენახვა, მასშტაბის რეგულირება, ფოტოს ჩვენების რეჟიმები.
ფოტოს გახსნა, მისი ძირითადი პარამეტრები, კადრირება და გაწონასწორება, პერსპექტიული დამახინჯების გასწორება. ფოტოს ორიენტაციის შეცვლა ზომების ცვლის გარეშე.

მესამე სესია - გამოყოფის ინსტრუმენტები და ფოტოს ლოკალური კორექცია
გამოსახულებიდან ველის გამოყოფის მეთოდების მიმოხილვა. გამოყოფის ინსტრუმენტები: დანიშნულება და პარამეტრების რეგულირება. რთული ფორმის ველის გამოყოფის ხერხები. გამოყოფილი ფორმის მოდიფიცირება. გამოყოფილი ველის საზღვრების "მოშუშვა". მოქმედებები გამოყოფილ ველზე: გადაადგილება, დუბლირება, მასშტაბირება, მობრუნება, ტრანსფორმირება. ფერისა და სიკაშკაშის კორექცია გამოყოფილ ველზე.

მეოთხე სესია - შრეები
მრავალშრიან გამოსახულებებთან მუშაობის თავისებურებები. შრის შექმნის მეთოდები. ოპერაციები შრეებთან. მრავალშრიანი ფაილის შენახვა. სპეცეფექტები შრეებზე: ჩრდილისა და ორეოლის შექმნა, რელიეფის იმიტაცია.


II თვე
-----------------------
მეხუთე სესია - ფოტოს რეტუში
რეტუშის საფუძვლები. რეტუშის ინსტრუმენტები: Clone Stamp (კლონირების შტამპი), ინტელექტუალური ინსტრუმენტების ჯგუფი:Healing Brush (აღმდგენი ფუნჯი), Spot Healing Brush (წერტილოვანი აღმდგენი ფუნჯი), Patch (მკემსავი) და Red Eye ("წითელი თვალები").
დეფექტების გასწორება და არასასურველი ობიექტების მოცილება, "წითელი თვალების" გასწორება, დაკარგული ფრაგმენტების აღდგენა, ნაკაწრებისა და მტვრის მოცილება, "ციფრული ხმაურისა" და კუმშვით გამოწვეული არტეფაქტების მოცილება, ლოკალური ფერდამახინჯების მოცილება, ლოკალური კორექციის ინსტრუმენტების გამოყენება: სიკაშკაშის, გაჯერებულობისა და სიმკვეთრის კორექცია.
რეტუშისას History Brush (ისტორიის ფუნჯისა) და ისტორიის პალიტრის გამოყენება.

მეექვსე სესია - ფერისა და ტონის კორექცია
ჰისტოგრამა. გამოსახულების ანალიზი ჰისტოგრამის საშუალებით. ტონისა და ფერის კორექციის ძირითადი ბრძანებები. სახის კანის ტონის კორექცია. Levels (დონეები) და Curves (მრუდები). ავტომატური კორექციის მეთოდები. დინამიური ჰისტოგრამებით პარამეტრების კონტროლი. შავი, თეთრი და ნაცრისფერი წერტილების გადაყენება.

მეშვიდე სესია - ლოკალური კორექციის მეთოდები
არხების ზოგადი დახასიათება. არხების სახეები. ალფა-არხების შექმნა და შენახვა. ნიღბოვანი შრის გამოყენება. სწრაფი ნიღაბი. ლაბა-სხმული შრე. შრეების დადების რეჟიმებითა და შრეების ნიღბების გამოყენებით გამოსახულების კორექცია.

მერვე სესია - დაურღვევადი კორექცია, კორექტირებადი შრეები, სიმკვეთრის მომატების მეთოდები, ფოტოს პუბლიკაციისთვის მომზადება
ფოტოს კორექცია კორექტირებადი შრეების გამოყენებით. ფერადი ფოტოს გაშავთეთრების მეთოდები. ფოტოს "დაძველება". შავ-თეთრი ფოტოს გაფერადება და ტონირება პროგრამის ფილტრების კატეგორიების მიმოხილვა. "ფილტრების გელარეის" გამოყენება. ოპტიკის მიერ გამოწვეული დამახინჯების კორექცია: პერსპექტივა, დისტორსია, ქრომატული აბერაცია. მოძრაობის ეფექტი – ფილტრი Motion Blur.

III თვე
----------------------
მეცხრე სესია - მოქმედებების ავტომატიზაცია
ფოტოების პაკეტური დამუშავება. პანორამის შექმნა. სხვადსხვა ექსპონირების ზომით და ფოკუსით გადაღებული ფოტოების შეთანხმება. ოპერაციების პალიტრასთან (Actions) მუშაობა. საკუთარი ოპერაციების ჩაწერა და შენახვა.
ფოტოს ზომების შეცვლისა და შენახვის ავტომატიზაცია (Image Phocessor)

მეათე სესია - პროგრამის პლაგინები (დამხმარე დამოუკიდებელი პროგრამები და მოდულები)
პლაგინების ზოგადი მიმოხილვა, დანიშნულება და გამოყენების სფეროები. სპეცეფექტები და გამოსახულების კორექციის საშუალებები.

მეთერთმეტე სესია - პორტრეტის რეტუში
სახის ფორმისა და ფიგურეს შეცვლა. სახის კანზე დეფექტების მოშორება. კანის ფაქტურის აღდგენა. კოსმეტიკური რეტუში: კანის ფერის შეცვლა, თმების შეღებვა, თვალების ფერის შეცვლა. აქცენტი თვალებზე. სიმკვეთრის ლოკალური აღდგენა. ფონის შეცვლა. რთული ფორმის ობიექტის გამოყოფის მეთოდები.

მეთორმეტე სესია - ბეჭდვის საკითხები
ციფრული ფოტოს ბეჭდვისთვის მომზადება. ფოტოლაბორატორიისთვის და ჭავლური პრინეტრისთვის საბეჭდი ფაილის მომზადება. ფოტოს გადიდება ხარისხის გაუარესების გარეშე. ფერის პროფილებთან მუშაობა ბეჭდვის დროს. პოლიგრაფიული ბეჭდვისთვის ფოტოს მომზადება (ფერდაშლის ზოგადი პრინციპები).





© Photolife Studio 2008-2016 All rights reserved Privacy Policy
Back to content | Back to main menu