სტუდია შეიქმნა 2008 წელს როგორც მრავალპროფილური ფოტოგრაფიული მომსახურების კომერციული ორგანიზაცია. მისი ტექნიკური აღჭურვილობა შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, რაც შესაძლებელს ხდის, შევასრულოთ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის ცალკეული შეკვეთა თუ პროექტი.
სტუდიას ასევე გააჩნია სასწავლო სექტორი, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ როგორც ფოტოგრაფიის, ასევე ვიდეოგრაფიისა და პოსტრედაქტირების სპეციალობები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდიის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფოტოსტუდიას 15 წლის განმავლობაში, დღემდე შესრულებული აქვს ასობით შეკვეთა როგორც ქართული, ასევე უცხოური ბრენდებისა და კერძო პირებისთვის მრავალი მიმართულებით (პორტრეტი, პეიზაჟი, ღონისძიების რეპორტაჟი, ინტერიერ-ექსტერიერი, ნივთების სარეკლამო ფოტოგადაღება და ა.შ.) სტუდია ასევე ასრულებს 360-იანი პანორამისა და პანოტურების გადაღებას და ლაივსტრიმის მომსახურებას.

კახა ფხაკაძე - სტუდიის მთავარი ფოტოგრაფი. ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი (QEP – Qualified European Photographer) მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც პრაქტიკული ფოტოგრაფიის, ასევე პედაგოგიური საქმიანობის მხრივ.
არის საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ფოტოგრაფიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ფოტოგრაფიული კავშირების საპატიო წევრი, FIAP და PSA - ს (საერთაშორისო ფოტოგრაფიული გაერთიანებები) პატრონაჟით ჩატარებული არა ერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის ჟიურის წევრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტი ფოტოგრაფიაში, ფოტოგრაფიაში სასწავლო ვიდეოკურსის ერთ-ერთი ავტორი. მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში. მისი ფოტო ნამუშევრები შესულია უცხოურ ფოტოკატალოგებში.

ნინო მღებრიშვილი - ფოტოსტუდიის მენეჯერი, ფოტოგრაფი, FIAP - ის აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოში. EFIAP წოდების მფლობელი. საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული და ლაურეატი. უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ფოტოგრაფიული ასოციაციების საპატიო წევრი.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტი ფოტოგრაფიაში.