pscourse - Photolife Studio

Go to content

Main menu:

courses
3-თვიანი სასწავლო კურსი "ფოტოშოპი ფოტოგრაფებისთვის"

18 ივნისიდან სტუდია აცხადებს მიღებას ფოტოშოპის შემსწავლელ 3-თვიან კურსზე. მოცემული კურსი მოიცავს ციფრული გამოსახულების პოსტდამუშავების იმ საკითხებსა და ეტაპებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ფოტოგრაფიას. კურსი გათვლილია როგორ დამწყებ, ასევე გამოცდილ ფოტომოყვარულებზე. სასწავლო პროგრამაში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს ფერისა და ტონის კორექციის, ნიღბების, შრეებისა და არხების, ტექნიკური და მხატვრული რეტუშირების, ბეჭდვისა და ინტერნეტსივრცისთვის გამოსახულების მომზადების საკითხებს ისეთ პოპულარულ და აღიარებულ პროგრამაში, როგორიცაა Adobe Photoshop.

სწავლა დაიწყება 18 ივნისს, 18 საათზე. სემინარები ჩატარდება კვირაში ერთხელ, კვირაობით. მსმენელები სასწავლო პროგრამის მიხედვით, პრაქტიკულად შეისწავლიან ფოტოშოპის საფუძვლებს და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. კურსს ჩაატარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოსკოლის პედაგოგი, ფოტოგრაფიის ექსპერტი, ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის სერტიფიცირებული ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com . განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 800 ლარი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 95.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონზე: 591 143185, 591 143175


საკონტაქტო ფორმა იხილეთ ბმულზე
სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე
შეძენა უპროცენტო განვადებით
მსგავსი თემები:

ტესტი ფოტოგრაფიის საფუძვლებში - შეამოწმე შენი ცოდნა
ტესტი მოდის ფოტოგრაფისთვის - იხილეთ ბმულზე
ფოტოგრაფიული ნაწარმოების შეფასების თავისებურებები - ბმულზე
რა არის "ცხელი" პიქსელი? - ბმულზე
ფერის კორექციის თავისებურებები - ბმულზე
დამატებითი წასწავლო მასალა

Bookmark and Share
© Photolife Studio 2008-2016 All rights reserved Privacy Policy
Back to content | Back to main menu