Main menu:
3-თვიანი სასერტიფიკატო კურსი ფოტოგრაფიაში PHOTOLIFE STUDIO გიწვევთ ფოტოგრაფიის შემსწავლელ სასერტიფიკატო 3-თვიან კურსზე. სწავლა დაიწყება 2021 წლის 14 მარტს, 13 საათზე. მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება სამთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან და ტარდება კვირაობით 13-დან 17 საათამდე. მასტერკლასის პირველი ნაწილი ეთმობა თეორულ ლექციას, მეორე ნაწილში კი ხორციელდება თემატური პრაქტიკული გადაღებები. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით. მასტერკლასებს გაუძღვება აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოსკოლის პედაგოგი, ფოტოგრაფიის ექსპერტი, ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის სერტიფიცირებული ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსებზე ჩაწერის მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com და მიუთითოთ კურსის დასახელება, სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; სწავლების მთლიანი ღირებულებაა 1000 ლარი. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, ყოველი სასწავლო თვის დასაწყისში. სწავლა შესაძლებელია 14 წლიდან.
მეცადინეობა ჩატარდება მისამართზე: თბილისი, თამარაშვილის 15ა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონზე: 599028530, 591 143185 | ||
საკონტაქტო ფორმა იხილეთ ბმულზე სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე | შეძენა უპროცენტო განვადებით | ![]() |