Main menu:
ექსპრესკურსი ფოტოგრაფიაში - 40%-იანი ფასდაკლება! Photolife Studio-ს სპეცკურსი ფოტოგრაფიაში მათთვის, ვისაც სურს, მცირე დროში მაქსიმალურად შეისწავლოს და უკეთ გამოიყენოს საკუთარი ფოტოკამერა. 5-კვირიანი კურსის განმავლობაში შეისწავლით კამერის რეჟიმებს, ექსპონომეტრიას, კომპოზიციას, ფოტოშოპში გამოსახულების დამუშავებას. გაიცემა სერტიფიკატი. ფასი: 580 ლარის ნაცვლად 330 ლარი. სწავლა დაიწყება 2017 წლის 7 აპრილს. მეცადინეობა: ოთხშაბათს და პარასკევს, 19 საათზე, მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2,5 საათი. კურსს ჩაატარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოსკოლის პედაგოგი, ფოტოგრაფიის ექსპერტი, ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის სერტიფიცირებული ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე. მისამართი: თბილისი, ბახტრიონის 7ა, ოთახი 3, (პიცერია "დირომასთან"), ტელ.:591143185, 2183166 კურსზე ჩაწერის მსურველებმა დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: photolife.ws@gmail.com სასწავლო პროგრამა გაკვეთილი 1 ა) ციფრული ფოტოაპარატების სახეები, მახასიათებლები და პარამეტრები. ბ) ციფრული ფოტოაპარატის აგებულება: ობიექტივი, დიაფრაგმა, საკეტი, ფირი-მატრიცა, ფოკუსირების სისტემა, ხედისმაძიებელი, დამახსოვრების მოწყობილობა. გაკვეთილი 2 ა) გადაღების რეჟიმები ციფრულ ფოტოაპარატში: ავტოგადაღება, ნახევრად ავტომატური გადაღება, დიაფრაგმის პრიორიტეტი, სიჩქარის პრიორიტეტი, მანუალ რეჟიმი. ბ) ფოტოგრაფიული ოპტიკის მიმოხილვა, დანიშნულება, პარამეტრები. ავტოფოკუსირების სისტემები. გაკვეთილი 3 ა) ექსპონომეტრია: ექსპოწყვილები, ექსპოწყვილების ჩანაცვლების პრინციპი. ბ) შუქის გაზომვის პრინციპები, ციფრული კამერის შუქის გაზომვის მექანიზმები და მათი რეჟიმები. სიუჟეტის მიხედვით რეჟიმის არჩევა. ფერის ტემპარატურის განსაზღვრა და რეგულაცია. გაკვეთილი 4 ა) ჰისტოგრამა, როგორც ექსპოზიციის შეფასების ინსტრუმენტი. ციფრული ხმაურის რაობა, მისი რეგულაციის მეთოდები. ბ) დინამიური დიაპაზონი (ფოტოგრაფიული განი). დინამიური დიაპაზონის ოპტიმალური გამოყენება. გაკვეთილი 5 ა) როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო - კომპოზიციის რაობა და ელემენტები ბ) კომპოზიციის ძირითადი კანონები: ოქროს კვეთის პრინციპი, კადრის ერთიანობა და წონასწორობა. გაკვეთილი 6 ა) გადაღების წერტილის რაობა: სიმაღლე, მანძილი, კუთხე. გადაღების მანძილის და ფოკუსური მანძილის ურთიერთდამოკიდებულება. ბ) მთავარი ობიექტის გამოყოფის საშუალებები. ნათელი ხედვის არე, წრფივი და ტონალური პერსპექტივა. გაკვეთილი 7 ა) კამერის ფლეშ-სანათების მიმოხილვა. სახეები, დანიშნულება ბ) ფლეშ სანათების მუშაობის ავტომატური რეჟიმები, მათი რეგულაცია. გაკვეთილი 8 ა) ფლეშ სანათების გამოყენება რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაში. რეპორტაჟული ფოტოგადაღებებისას ფოტოკამერის ოპტიმალური მუშაობის რეჟიმის შერჩევა. დინამიური კადრის გადაღების სპეციფიკა. ბ) ობიექტის ოპტიმალური განათება - შუქი, როგორც გამომსახველობითი საშუალება: მოცულობა, ფორმა, ფაქტურა, ფერი. გაკვეთილი 9 ა) ციფრული გამოსახულების სტრუქტურა გრაფიკულ რედაქტორში. გამოსახულების პოსტ პროცესინგის საჭიროება გრაფიკულ რედაქტორში. ფოტოშოპის ინტერფეისის გაცნობა. ბ) ფოტოშოპში არსებული კორექციის ძირითადი ინსტრუმენტების გაცნობა. გაკვეთილი 10 ა) Adobe Camera RAW-ის გაცნობა, შესაძლებლობები და მათი გამოყენება ბ) გრაფიკულ რედაქტორში ფერის და ტონის კორექციის აუცილებლობა. კორექციის ინსტრუმენტები (პრაქტიკული სამუშაო). | ||
საკონტაქტო ფორმა იხილეთ ბმულზე | შეძენა უპროცენტო განვადებით | ![]() |